LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტემპერატურა 26 გრადუსამდე იმატებს

2-6 მარტის საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღეს, 2 მარტს +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.