38 წლის პოპ-ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირმა თავის გამომწერები ახალი ფოტოებით გაახარა. როგორც ირკვევა, მომღერალი მაუის კუნძულზე ისვენებს.
არტისტმა „ინსტაგრამზე“ მთელი ფოტოსესია განათავსა. ის სანაპიროზე, საკმაოდ თამამ ბიკინში პოზირებს. სწორედ აღნიშნული ფოტო გახდა საზოგადოების აღფრთოვანების მიზეზი.
„შესანიშნავად გამოიყურები“, ,,საოცარი სხეული გაქვს“ – წერენ ინსტაგრამ-გამომწერები.
როგორც ჩანს, აღნიშნული ფოტოები ბრიტნიმ მანამდე გადაიღო, სანამ ფეხს დაიზიანებდა. შეგახსენებთ, მომღერალმა ცეკვის დროს ფეხი დაიზიანა.



