LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლიანი პაუზის შემდეგ ალანის მორისეტი ახალი კომპოზიციით ბრუნდება

უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვიგებთ სხვადასხვა ცნობილი მუსიკალური არტისტების შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გრანდიოზული დაბრუნების შესახებ.

სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მუსიკოსმა, ალანის მორისეტიმ, ახალი ალბომი დააანონსა, რომელიც გაყიდვაში 1-ელ მაისს ჩაეშვება, მანამდე კი არტისტი ახალ კომპოზიციას, Reasons I Drink და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს, რომელიც, ბუნებრივია, მის ახალ ალბომში იქნება წარმოდგენილი. ეს 7 წლიანი პაუზის შემდეგ, 7 „გრემის“ მფლობელი არტისტის პირველი ნამუშვარია.

შეგახსენებთ, ალანის მორისეტი ცნობილი 1995 წლის ნამუშვრით, Jagged Little Pill გახდა.