LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ,,მარველის” სუპერგმირის როლზე ოცნებობს – აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს (ფოტო)

მეგან მარკლი კინოში ბრუნდება. ამის შესახებ მინიშნება ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთდა, როდესაც პრინცი ჰარი და მეგან მრკლი „მეფე ლომის“ პრემიერას დაესწრნენ. მაშინ ჰარიმ The Walt Disney-ის დირექტორს მეგანისთვის ახალი როლი სთხოვა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლიმ აგენტთან თანამშრომლობა გაანაახლა, ეს უკანასკნელი ფილმისთვის ახალ როლს ეძებს. ამის მიზეზი ახალი თანხის მოძიებაა, რადგან ჰარიმ და მეგანმა სახელმწიფოს 2,4 მილიონი უნდა დაუბრუნონ, რომელიც ფროგმოირ-ჰაუსის რეკონსტრუქციაში დაიხარჯა.

ცნობილია ისიც, რომ მეგან მარკლის „მარველის“ გმირის როლის შესრულება სურს, ის რომელიმე სუპერგმირის როლზე ოცნებობს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე „მარველის“ მასშტაბური ჰოლივუდური პროექტების გმირები ჰოლი ბერი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯესიკა ალბა და მარგო რობი იყვნენ. მალე სავარაუდოდ, მათ რიცხვს მეგან მარკლიც შეუერთდება.