“ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კორონავიურირს მიმღებლობა ორსულებში დანარჩენ ადამიანებზე უფრო მაღალი, ჯერჯერობით არ ასებობს” – ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ორსულებისთვის კორონავირუსისგან დასაცავად იგივე რეკომენდაციები გაიცემა, რაც სხვა ჯანმრთელი ადამიანებისთვის.
“მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური და ფიზიოლოგირუი ცვლილებები მიმდინარეობს და შეიძლება ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, დაინფიცირების რისკი ისეთივეა, რაც სხვა ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ პანიკის საუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირებისგან თავდაცვის მეთოდებს, ორსულებთან იგივე რეკომენდაცია გაიცემა, რაც არაინფიცირებულ, ჯანმრთელ ადამიანებთან. ეს არის ხელების ხშირი დაბანა, პიბარდის ტარება და ასე შემდეგ”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
როგორც მეან-გინეკოლოგი განმარტავს, ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, ძუძუთი კვების დროს გადადის თუ არა ვირუსი დაინფიცირებული დედისგან ახალშობილზე.
“რძით გადაცემას რაც შეეხება, ამის შესახებაც ინფორმაცია მწირია. რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირებული დედამ უნდა შეწყვიტოს ახალშობილის კვება, არ გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ადრე არსებული ვირუსების დროსაც არ გაცემულა მსგავსი რეკომენდაცია. კორონავირუსის მატარებელ დედას ძუძუთი ბავშვის გამოკვება არ ეკრძალება”, – აცხადებს გინეკოლოგი.
რაც შეეხება, ორსულებში “კოვიდ-19”-ის მიმდინარეობას, მეან-გინეკოლოგის თქმით, ორსულობის დროს სირთულეებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, რაც კორონავირუსს არ ახასიათებს, სხვა გართულებებზე კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
უხუცესი ქალი უჰანის ლიეშენშალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული თავის ქალიშვილთან ერთად.
“ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში კორონავირუსის დაავადება. ადრე, როდესაც სხვა ვირუსები იყო გავრცელებული, ნაადრევი მშობიარობის, შეჩერებული ორსულობის, მკვდარშობადობის შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა არ არის დადგენილი მართლაც ამ ვირუსით იყო თუ არა ეს პრობლემები განპირობებული. გართულებებს ორსულებში უმეტესად მაღალი ტემპერატურა იწვევს, განსაკუთრებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ვარაუდი იმის, რომ ორსულობის დროს კოვიდ 19 გართულებებს გამოიწვევს არ არსებობს,” – აცხადებს ჟორჟოლიანი.
ექიმის თქმით, კორონავირუსის მატარებელმა დედებს, მშობირაობის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი ბავშვები გაუჩნდათ. შესაბამისად ვირუსი, მუცლად ყოფნის დროს, ბავშვზე არ გადადის. გინეკოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ, ჩინეთის მაგალითით, 1 წლის ზემოთ ბავშვების დაინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსირდება.
