რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უბრალოდ გაციებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპიც კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორისაა.
ფრანცისკემ, რამდენიმე დღის წინ პირველად გააუქმა დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილი წირვა.
ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ რომის პაპს კორონავირუსი არ აქვს.
რომის პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესაზე დასწრება ვერ შეძლო
იტალია, კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ახალი ვირუსით 2 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 52-ია.
