LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ბოლო 2 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის ინფორმაციით, ჩინეთში ბოლო ორ თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 6 პროცენტით შემცირდა.

„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენს პროდუქციის ექსპორტზე და მათ შორის გამონაკლისი ვერ იქნება ქართული ღვინოც. წინა წელთან შედარებით 6 პროცენტიანი კლება არის ჩინეთის ბაზარზე. დანარჩენი მიმართულებით საკმაოდ დადებითი ტენდენციებია. ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია ევროპის, აშშ-ის ბაზრებზე. ჯამურად, ექსპორტიდან მიღებული თანხა 7 პროცენტით არის გაზრდილი, რაც გულისხმობს, რომ ქართული ღვინის ფასი იზრდება მსოფლიოში და რაოდენობრივი კლება არ განსაზღვრავს საერთო შემოსავლების კუთხით არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, იყოს ახალი კორონავირუსი.