LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიიდან ჩამოსული 7 მგზავრი ინფექციურში გადაიყვანეს: როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

იტალიიდან ჩამოსული მგზავრები გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აეროპორტში შემოწმებისას შვიდ მგზავრს სიცხე ჰქონდა. კლინიკის ექიმის, ალექსანდრე გოგინავას ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს 37 გრადუსამდე ტემპერატურა აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია .

კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია აუქმებს

შვიდივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. სამედიცინო შემოწმება ყველა მგზავრმა გაიარა, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები მათ არ გამოუვლინდათ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 25 პაციენტია მოთავსებული. ახალ კორონავირუსზე ჯერჯერობით 11 მათგანი არ არის გამოკვლეული.

კლინიკაში ბოლოს მიღებული 11 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.