დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. ამის შესახებ მან მან ბრიფინგზე ისაუბრა.
3 125 გარდაცვლილი და 91 ათასამდე ინფიცირებული - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა.
48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ
„დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე. ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა რჩება. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.
