ტოტალიზატორის რეკლამა მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა, რაც როოგრც აღმოჩნდა, მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო.
ამის შესახებ განმარტება საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ საიტი სატესტო რეჟიმშია და ეს ტექნიკური ხარვეზი მალე გამოსწორდება.
საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ფანჯარა საპატრიარქოს ოფიციალური საიტზე Myvideo-ს მეშვეობითაა განთავსებული, რომელიც შესაბამის რეკლამასაც თვითონ ანთავსებს.
დეკანოზი ჯაღმაიძის ამბობს, რომ პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება.

