პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ირლანდიაში ვიზიტის პირველი დღე ლუდის მუზეუმში დასრულდა. ამ ვიზიტისთვის ქეით მიდლტონმა არჩევანი The Vampire’s Wife-ის ბრენდის მწვანე მბზინავ კაბაზე გააკეთა, რომელიც ბრენდულ ხელჩანთასთანდა ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კაბის ღირებილება 2 ათასი ამერიკული დოლარია.
კემბრიჯისა ჰერცოგსა და მის მეუღლეს მუზეუმის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა უმასპინძლეს. მათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდის დააგემოვნებაც მოასწრეს და შვიდსართულიანი შენობის ბოლო სართულიდან ქალაქის პანორამული ხედიც დაათვალიერეს.



