ბრიტანელმა მწარმოებელმა BAC–მა მეორე თაობის Mono წარადგინა. დიდი წინაპრისგან სიახლე ძრავით და ძარის ზომით განსხვავდება.
ერთადგილიანი სუპერქარის შემქმნელებს ახალი ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინება მოუწიათ და ძრავი ევრო სტანდარტებით შეიქმნა. მოძველებულ ატმოსფერულ 2,5 ლიტრის „ოთხიანზე“ უარი თქვეს და ის 2,3 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავით ჩაანაცვლეს. საბაზისო ვერსიის სიმძლავრე 309 ცხენის ძალიდან 332–მდე გაიზარდა.
ახალი „მონოს“ მასა 570 კილოგრამია, ანუ წინამორბედზე 10 კილოგრამით უფრო ნაკლები. ძალიან მსუბუქი კონსტრუქცია სპორტქარს საშუალებას აძლევს რომ 96 კილომტრამდე სიჩქარე ზუსტად 2,7 წამში აკრიფოს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ–ია.
ავტომობილი ბაზარზე 2021 წლიდან გამოვა და წინასწარი ინფორმაციით, მისი ფასი 165 950 ფუნტი სტერლინგი იქნება.







