LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული Porsche 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

სპორტქარი Porsche 356 B Carrera 2 GS, რომელიც 1963 წლის გამოშვებაა, eBay–ს ონლაინ აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გახდა. საუკუნოვანი კაბრიოლეტი, რომლის გარბენის 104 ათას კილომეტრს სცილდება, 1 499 900 დოლარად შეაფასეს. ეს მაშინ, როცა ვაჭრობა მხოლოდ 1,38 მილიონით დაიწყო.

ასეთი მაღალი ფასი ავტომობილმა ორიგინალი ძარით, ძრავით და ასევე დოკუმენტაციით დაიმსახურა. ლოტს კომპლექტში ფურცლების მთელი დასტა მოყვება, სადაც წარმოშობის ისტორია, რესტავრაციები და ყოფილი მეპატრონეები დეტალურადაა აღწერილი.

ამჟამად კაბრიოლეტი მისურის შტატში ინახება, მანამდე კი მას ევროპაში მოიხმარდნენ. 2017 წელს გერმანიაში ის მთლიანად გამოიკვლიეს და ვარგისიანობაც ოფიციალურად დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ 1960 წლიდან 1963 წლამდე სულ 67 მსგავსი კაბრიოლეტი აიწყო და ყველა მათგანი წითელ ფერში იყო შეღებილი.