LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW–მ ლოგოტიპი შეცვალა

კომპანია BMW–მ ლოგოტიპი განაახლა. ახალი ემბლემა, რომლის დებიუტიც შოუ–ქარ Concept i4–ზე შედგა, ძველის მსგავსად მრგვალი ფორმისაა, თუმცა შიგთავსი განსხვავებული აქვს.

არსებულ ლოგოტიპს ბრენდი 1997 წლიდან იყენებდა და BMW–ს აზრით, მას ვადა გაუვიდა. ახალ ნიშანს კი ციფრულ სამყაროში მცხოვრები ახალი თაობის დაინტერსება შეეძლება. გარდა ამისა, ბრენდის თავიდან შეყვარებას უკვე არსებული აუდიტორიაც შეძლებს.

თუ როგორი იქნება ლოგო რეალობაში, ამას მწარმოებელი ახალ სედანზე – Concept i4–ზე აჩვენებს და ახალ მოდელს სიახლე მართლაც ძალიან უხდება.

რაც შეეხება ინოვაციურ სედანს, მან 80 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტი მიიღო და ელექტრონულ აგრეგატს 530 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად მხოლოდ 4 წამი სჭირდება და მისი სვლის მარაგი 600 კილომეტრს შეადგენს.