LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა მსოფლიო გემოვნებას გიწუნებს და შენთვის სულერთია – სელინ დიონის ახალი ლუქი

ნიუ-იორკში გამართული კონცერტის შემდეგ, კანადელი მომღერალი სელინ დიონი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა. ფოტოგრაფებისთვის საგანგებოდ გამოწყობილმა დიონმა კიდევ ერთხელ მოახერხა საზოგადოების გაოცება. ის 60-იანი წლების ვინტაჟური სტილით ინსპირირებულ სამოსში იყო გამოწყობილი.

51 წლის ვარსკვლავს ყვავილებით გაფორმებული თეთრი პალტო და ზუსტად ასეთივე კოლჰოტი ეცვა. ახალი ლუქი სელინ დიონმა Moncler x Richard Quinn-ის კოლექციიდან შეარჩია.

მომღერლის ახალ სტილს ბოლო დროს მედიაში ხშირად აკრიტიკებენ. ეს დიონს სულ არ ადარდებს და ყოველ ჯერზე ახალი ექსპერიმენტული სამოსით ჩნდება. ამჯერად მან ვარცხნილობაც შეიცვალა და მოკლე თმით გამოჩნდა.