LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ძმურად ჩახუტება, ყველა ქართველმა უნდა შეძლოს ამის გაკეთება – მიხეილ სააკაშვილი

“ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხზე”  ჩართვის დროს განაცხადა. სააკაშვილმა შტაბის შექმნა დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს შერიგების პლატფორმა იქნება, სადაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

“ეს არის მომავლის გეგმების დალაგების შტაბი. ეს არის ასევე შერიგების პლატფორმა. როგორც თქვენ და მე, გუბაზ შევძელით კაცურად დაჯდომა ერთ მაგიდასთან, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ეს მხოლოდ მეტყველებს თქვენზე, როგორც პატრიოტზე და ქართველზე, ზუსტად ასევე ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ძველი ქიშპობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ჩართვის დროს სტუდიაში ზვიად კუპრავა, თაკო ჩარკვიანი და გუბაზ სანიკიძე იმყოფებოდნენ.