LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 06:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 16 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა კომუნიკაციას, მგზავრობასა და მოგზაურობას შეაფერხებს, თუმცა გააძლიერებს გონებამხვილობას, რეფორმებისა და სიახლისაკენ სწრაფვას.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების და პროვოცირების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა განმარტოვებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისტო, ოპალი, მალაქიტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი, ტყუპები და მერწყული.