ბოლო მონაცემებით,. ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტია, მათ შორისაა 3 პირი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 ახალი პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მანამდე კი ცნობილი გახდა 11 პაციენტის ტესტის პასუხი და ყველა მათგანი უარყოფითია.
„ჩვენი სამი დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს დილიდან საღამომდე მათი მდგომარეობა არ შეცვლილა. მათთვის მეორე ჯერზე ჩატარებულ ტესტირებაზე ჯერჯერობით პასუხი დადებითია.
"მიკროფონს ჩაუტარდეს დეზინფექცია" - რა რეკომენდაციები გაიცა ჟურნალისტებისთვის
"ინტერვიუს ჩაწერა მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით"
ეტაპობრივად ტარდება განმეორებითი ტესტირება, ეს პაციენტები სხვადასხვა დროს არიან შემოსულები, ამიტომ მათ სხვადასხვა პერიოდში უწევთ განმეორებითი ტესტირების გავლა. დღეს განმეორებით ორ პაციენტს ჩაუტარდა და კვლავ დადებითია, 2 დღის წინ ჩაუტარდა პირველ პაციენტს, მასთანაც დადებითი იყო. ასე გაგრძელდება შესაბამისი კრიტერიუმებით გათვლილი დღეების მიხედვით განმეორებითი ტესტირებები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ
შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
