ოთო ფოლადაშვილს ჯულიანა ბარ-გნართან ერთად საცეკვაო სტუდია აქვს და უამრავი მოსწავლე ჰყავს, მათ შორის ძალიან პატარებიც.
ახლახან მან სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასწავლის ძალიან მონდომებულ გოგონას ჩა-ჩა-ჩა-ს. ეს 8 წლის ბარბარე ნიჟარაძეა, რომელმაც ცეკვა წელს დაიწყო, თუმცა მისი ენთუზიაზმი და ნიჭიერებაც ცალსახაა. გოგონა თავს მასწავლებლის დავალებას შესანიშნავად ართმევს.
