LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი, ლანძღავდნენ პოლიციელებს, მთავრობას…“

4 მარტს საქართველოში იტალიიდან მორიგი რეისი დაბრუნდა. ქუთაისში ჩამოფრენილებს შორის გახლდათ ლელა დეკანაძეც, რომელიც ჰყვება, როგორ იქცეოდნენ აეროპორტში ჩვენი თანამემამულეები. გთავაზობთ მის პოსტს:

„გუშინ ჩამოვფრინდი ქუთაისში მილანიდან. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს, ცხოვრებაში ასეთი სტრესული მოგზაურობა არ მახსოვს.მთელი გზა ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა დავრჩენილიყავი იტალიაში, რომ საფრთხე არ შემექმნა ჩემი ოჯახისთვის და გარშემო ადამიანებისთვის. საშინლად მძიმე პასუხისმგებლობით ვარ დატვირთული, თვითიზოლაციაში ვარ და არ ვიცი, რა შემიძლია მეტი გავაკეთო საფრთხის ასაცილებლად, რაც ჩემგან ძალიან ბუნებრივად მოდის.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი. ქართველები, რომლებთან ერთადაც ჩამოვედიб სიცხის გასინჯვის გამოც კი გაღიზიანდნენ, ლანძღავდნენ პოლიციელებს, პერსონალს, მთავრობას და ყველაფერს მოძრავს და უძრავს სამყაროში. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზიაб თუ რატომ მიმდინარეობდა შემოწმების პროცესი ნელაб რადგან მათ სახლში შვილები ელოდებოდნენ, ზოგიერთ მათგანს კი ნათესავები და ახლობლები აეროპორტთან. ეს ადამიანები ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, ვერც იმას იაზრებდნენ რა საფრთხის მატარებლები იყვნენ და ვერც “მონატრებული შვილების” უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ.

არც ერთი ჩვენგანი არ გადაუყვანიათ კარანტინში ( სიმპტომების არარსებობის გამო)б თუმცა მივიღეთ თვითიზოლაციის რეკომენდაციები და ჩემы კითხვაზეб თუ როგორ ხდებოდა ამის კონტროლიб პასუხი იყო “შინაურული”, რომ ეგ შეუძლებელია და ჩვენ ადამიანურად არ უნდა ვიკადროთ.

ეს რომ იქნება პრევენციის საშუალებაб ძაან დაგვეხმარება საქართველოში :დდ

ვიცი, რომ ბევრს არაფერს შეცვლის ჩემი სიტყვები მაგრამ მაინც მინდა მივმართო ყველას, ვინც ასეთი “ცხელი” ზონებიდან ჩამოდის გთხოვთ იფიქრეთ თქვენს გარშემო ადამიანებზე, ოჯახებზე დარჩით თვითიზოლაციაში. არგუმენტები, რომ “მე შანსი არაა რამე მქონდეს” არ მუშაობს ვირუსის წინაშე , თითოეული ჩვენგანი მომეტებული რისკის მატარებელია და მოდი გავიაზროთ ეს მარტივი რამ.

ვიციб ძალიან რთულია, როცა ამდენი ხანი არ გინახავს საყვარელი ადამიანები და იძულებული ხარб შორიდან უყურო და ვერ ჩაეხუტო, უბრალოდ ახლა მათთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესია ასე მოქცევა. ვოყოთ მეტად პასუხისმგებლიანებიб რთულიაб მაგრამ არა შეუძლებელი.

ღამე მშვიდობის+.