პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს, კანონპროექტების ელექტრონულად განხილვის შესაძლებლობა მიეცემა და გადაწყვეტილებასაც ამავე წესით მიიღებს.
“ჩვენ გვაქვს ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ითვალისწინების მოქალაქეების პეტიციების დაინიცირებას, ამის ტექნიკური საფუძვლები გაგვაჩნია და შეგვიძლია, რომ თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ეს უზრუნველვყოთ,”- აცხადებს თალაკვაძე.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ შემთხვევად. მისივე თქმით, შესაძლოა ეპიდემიური საფრთხეც განიხილონ.
