ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას პაატა იმნაძემ დაახველა, რის დროსაც მან იდაყვი აიფარა და ჟურნალისტის თხოვნის შემდეგ თავისი ქცევა განმარტა.
„ეს არის პროფესიული ჩვევა. ხელი რომ მივიფარო, რა ვირუსებსაც გამოვაფრქვევ, ხელზე გადავა, შეიძლება, რამეს შევახო, ვინმეს ჩამოვართვა და გადავცემ სხვას ან ნივთზე დავტოვებ. ამიტომ ყველაზე კარგი, როცა ერთჯერადი ხელსახოცი არ გვაქვს, და ყველაზე უსაფრთხო დახველების წესი გახლავთ ეს“.
