LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა” – თენგიზ ცერცვაძე

ბოლო ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტია განთავსებული, აქედან 9 მათგანს კორონავირუსი აქვს. როგორც კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მისი ინფორმაციითვე, 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან.

„ამ მომენტში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. ამჟამად კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა პასუხი არ ვიცით. მათი მასალა გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი დაახლოებით 12 -საათისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და  ვაკვირდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე. შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 9 პაციენტიდან ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობისაა“,-განაცხადა ცერცვაძემ