უხანში, სადანაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ამ თვის ბოლოსთვის კორონავირუსის შემთხვევები ნულამდე დაეცემა, აცხადებს ჩინეთის მთავრობასთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის კომისიის ექსპერტი. ინფორმაცია ამის შესახებ „როიტერმა“ გაავრცელა.
ჟანგ ბოლის ინფორმაციით, ჰუბეის პროვინციის და მისი დედაქალაქის, უხანის გარდა თითქმის ყველა რეგიონმა ინფექციის შეჩერება წინა თვის – თებერვლის ბოლოსთვის მოახერხა. უხანი სწორედ ის ქალაქია, სადაც კორონავირუსი გასული წლის ბოლოს ზღვის პროდუქტების ბაზარზე გაჩნდა.
მისი გამოთვლებით, ჰუბეის პროვინციაში უხანის გარდა სხვა ქალაქები ვირუსის ნულამდე დაყვანის მიზანს მარტის შუა რიცხვებში მიაღწევენ.
რას იმარაგებენ კორონავირუსის გამო მსოფლიოში
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ჩინეთში ამჟამად 80 409 ადამიანია დაავადებული. დაახლოებით 3000 გარდაცვლილია, 50 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. დაავადების დინამიკა ბოლო დროს შემცირებულია.
