LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი – საქართველოში თბილი გაზაფხულია

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უახლოეს დღეებში თბილ და უნალექო ამინდს გვპირდებიან. დღეიდან 10 მარტის ჩათვლით ქვეყნის ყველა რეგიონში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით კიდევ უფრო დათბება.

სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ბარში  +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.  ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დათბება საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების ვარაუდით, თბილისში უახლოეს დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.