LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო

აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. „როიტერის“ ცნობით, კანონპროექტი, რომელსაც მხარი 415-მა სენატორმა დაუჭირა, ხელმოწერისთვის აშშ-ის პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა კონგრესს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა გასულ კვირაში სთხოვა.

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა - რა არის ცნობილი ახალ შტამზე?

ჩინელი მეცნიერების ვარაუდით მას შემდეგ, რაც  Covid-19 კონტაქტში შევიდა ადამიანის ორგანიზმთან, ვირუსის თავდაპირველმა შტამმა  ევოლუცია განიცადა

საერთო თანხიდან სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული, 2,2 მილიარდი დოლარი კი, დაავადების გავრცელების პრევენციის ზომებზე დაიხარჯება.

აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით 177 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 11 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგები მსოფლიო მასშტაბით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია და სახელმწიფოებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.