LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამი დღე სახლში არ წავსულვარ” – ქართველი ექიმი იმ დღეს იხსენებს, როდესაც პირველი დაინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში – 128 ადამიანი იმყოფება,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 59 პირია.

“იმედის კვირა” იმ მედიკოსებს გაესაუბრა, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინფექციონისტებმა ის დღეს გაიხსენეს, როდესაც საქართველოში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ეკა ნაფეტვარიძის მორიგეობის დროს შეიყვანეს საავადმყოფოში.

მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: “ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”

„პირველად, როდესაც დაინფიცირებული პაციენტი შემოიყვანეს, სამი ღამე არ წავსულვარ სახლში. მხოლოდ მეოთხე დღეს გვიან ღამით წავედი. იმავეს აკეთებენ ჩემი კოლეგები და იგივეს ვიზავ მეც, თუ საჭირო იქნება.

ყოფილა შემთხვევები დამჯდარ მდგომარეობაში ჩაგვძინებია, მაგრამ როდესაც მოდის პაციენტი, წამიერად ისე ვაგვარებთ ყველაფერს, როგორც საჭიროა. გინდა იყო საქმის ეპიცენტრში, დააკვირდე, რომ არ გამოგეპაროს არცერთი ნიუანსი. რა თქმა უნდა, შინაგანი განცდაც არის. გვეძინება, გვენატრება, მაგრამ ამ პირობებში ცოტა ნაკლები ძილიც გვყოფნის, ვიდრე სხვა დროს“,- ამბობს ინფექციონისტი.

საჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პირების მდგომარეობა – ინფექციური საავადმყოფოს განცხადება