LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00-დან 14:50 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ავტორიტეტული ადამიანების რჩევის გასათვალისწინებლად, პირად ურთიერთობებში პრობლემების მოსაგვარებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და ძვირფასი ნივთების შესაძენად. არ ღირს ნიშნობისა და ქორწინების დანიშვნა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.