პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ გულშემატკივრები მორიგი საჯარო გამოსვლით გაახარეს. ამჯერად ისინი მუსიკის ფესტივალს დაესწრნენ, რომელიც ალბერტ-ჰოლში გაიმართა. ეს გახლავთ სამდღიანი ყოველწლიური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ფილმებისა და მიუზიკლების ჩვენებები იმართება.
ამ დღეს მეგან მარკლი ბრწყინავდა ,,საფიას” ულამაზეს წითელ კაბასა და ,,აკვაზურას” წითელ ფეხსაცმელებში. ანსამბლს კი „მანოლო ბლანიკის“ ხელჩანთა და „სიმონე როშას“ საყურეები ასრულებდა. რაც შეეხება პრინც ჰარის, ის სამხედრო ოფიცრის ფორმაში იყო გამოწყობილი.



