LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ელექტრონული მოდელების შექმნას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს

სპორტული ავტომობილი მსუბუქი, ძლიერი და სწრაფი უნდა იყოს, ამიტომ Porsche–ს ინჟინერებს ელექტროფიკაციის პირველი შედეგები არ მოსწონთ.

ბრენდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ელექტრომობილების ელემენტები ზედმეტად მძიმეა ისეთი ორადგილიანი სპორტქარებისთვის როგორიცაა Cayman თუ Boxster. ისინი აქტიურად მუშაობენ ელექტროფიკაციის საკითხზე, რათა საჭირო გამოცდილება დააგროვონ, თუმცა ამ ხაზის ძრავის ცვლილებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. რაც შეეხება შედარებით მძიმე მოდელს, ისეთს როგორიცაა მაგალითად Taycan, ზედმეტი კილოგრამები იმდენად არ აშინებს, როგორც მსუბუქ „ორკარიანებს“.

პროექტი ნამდვილად არ შეჩერდება, თუმცა მისი რეალიზების ვადებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სანამ ელემენტის მძიმე დეტალებს მსუბუქ ვარიაციას არ მოუძებნიან, ავტომოყვარულებს ელექტრონული Cayman–ის და Boxster–ის ხილვის იმედი არ უნდა ქონდეთ.