სავსემთვარეობა ანუ მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირების თევზებისა და ქალწულის ზოდიაქალურ ღერძზე სერიოზულად დაძაბავს საერთო ვითარებას, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, აგრესიის და გაღიზიანების, ცდუნების და შეცდომების დაშვების ალბათობა. განსაკუთრებული თავშეკავების გამოჩენა მართებთ მამაკაცებს, რადგან სავსემთვარეობაზე ქალბატონები უფრო მეტ აგრესიას იჩენენ, ამიტომ არ ღირს მათ გაღიზიანებას, ემოციებს აყოლა.
მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა და გარშემომყოფთა კრიტიკა, რადგან ასე მხოლოდ საპასუხო რეაქციას და კონფლიქტებს გამოიწვევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს სასიყვარულო ავანტურები და ქორწინება, გამოცდების ჩაბარება და ახალი ნაცნობების შეძენის მცდელობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ფულის გასესხება ან ვალად აღება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ არტერიული წნევა, რათა ისედაც რთულ დღეს კიდევ უფრო არ დაიმძიმოთ ჯანმრთელობა.
დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და ყავისფერი, ასევე მალაქიტი, აგატი, ოპალი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის.
