LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა 1.5 კგ ნიორი შეჭამა და საავადმყოფოში მოხვდა – გვიცავს თუ არა კორონავირუსისგან ნიორი

კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელებასთან ერთად, სწრაფად ვრცელდება მითებიც ამ ვირუსის სამკურნალო მეთოდების შესახებ. სამწუხაროდ, ხშირად ეს მითი შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოც აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ კორონავირუსისგან ნიორი გვიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ისინი ბინიდან არიან მოსული, ვერ გეტყვით ჰქონდათ თუ არა სხვასთან კონტაქტი " - მარინა ეზუგბაია

"მიმდინარეობს იმ პირების მოკვლევა, რომელთაც ამ ორ პაციენტთან ჰქონდა შეხება."

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგნიზაცია ამბობს, რომ “ნიორი საკმაოდ ჯანსაღი პროდუქტია, რომელსაც ატიმიკრობული თვისებები გააჩნია”, თუმცა არ არსეობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნივრის ჭამა ადამიანებს ახალი კორონავირუსისგან დაიცავს.

ჩინეთში, უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა, Morning Post-ის ინფორმაციით, ქალმა 1.5კგ ნედლი ნიორი შეჭამა, რის შედეგად საავადმყოფოში ყელის დამწვრობით მოხვდა.

როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა,  მიიჩნევდა, რომ ეს კორონავირუსისგან დასაცავად ეფექტური მეთოდი იყო.

ზოგადად ხილის, ჯანსაღი პროდუქტების მიღება და წყლის ხშირად დალევა კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი საკვები დაგვეხმარება ” კოვიდ 19″-თან ბრძოლაში არ არსებობს.

წყარო: BBC