LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში მთელი კვირა შენარჩუნდება

სინოპტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში საქართველოში ძირითადად თბილ და უნალექო ამინდს გვპირდებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა ძირითადად  უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალქს, თბილისში დღისით მეტად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით მოიღრუბლება, თუმცა ნალექი არ არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემბერატურა მოიმატებს და  21-24 გრადუსამდე აიწევს.