LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა შეწყვიტა

იტალიაში, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის გამო, რომში მოქმედმა ქართულმა ეკლესიამ წირვა-ლოცვა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ, რომის სამრევლოს Facebook-გვერდზე დაიწერა.

“რომის სამრევლოს წევრებს !

იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტის თანახმად, 3 აპრილამდე საზოგადო მსახურებები იტალიის ტერიტორიაზე ეკლესიებში შეჩერებულია. დროებით წყდება ჩვენს ტაძარში წირვა-ლოცვები! უფალი მოწყალეა, ვილოცოთ ყველამ რათა ეს განსაცდელი მალე სიხარულმა და მშვიდობამ შესცვალოს! ყველაფერი კარგად იქნება“ – ნათქვამია ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

იტალიაში სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანი იმყოფება.

https://www.facebook.com/mrevliromi/posts/2823292121053239