სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფერენებით უნდა შეიწამლოს ჰაერი თბილისის მერიაში ეხმაურებიან.
ინფორმაცია აღმოჩნდა ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს, თბილისში მსგავსი რამ არ მოხდება.
„თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებსა და სხვა ობიექტებში. სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს“, – აცხადებენ მერიაში.
