LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში მყოფი ქართველი მოჭადრაკე მსურველებს ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს

ევროპიდან ჩამოსული და კარანტინში მყოფი ნოდარ ლირთქიფანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მოგზაურობის დაწყებიდან დღემდე გადატანილ ამბავზე წერს.

ნოდარ ლორთქიფანიძე მსურველებს ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს.

“მოკლედ შეიძლება ვიღაცეებმა უკვე იცით, მაგრამ – ტურნირზე ვიყავი პორტუგალიაში
ტურნირი არაფერი განსაკუთრებული, თვითონ პორტუგალიის ნახვის ძალიან დიდი სურვილი მქონდა..
რა მაგარი იყო პორტუგალია ამაზე მერე ოდესმე ცალკე დავწერ იმედია.. ახლა მხოლოდ ჩემი გაკვეთილი!
პოსტიც დავწერე, სადაც ხაზი გავუსვი, რომ არ მადარდებდა რამე დამემართებოდა თუ არა და პანიკასაც არანაირი აზრი არ ჰქონდა!

ჩავფრინდით მილანში 7 საათით.
დედაჩემის ყველანაირი მითითება დავიცავი. თითქმის სულ ვმოძრაობდი პირბადით და ნებისმიერი საგნის შეხებაზე ხელებს სპირტიანი სალფეთქით ვიწმენდდი.
მილანში რობოტებივით ვმოძრაობდით… ძალიან ფრთხილად!

ჩავედით პორტოში… დაგხვდნენ ორგანიზატორები და მაკედო დე კავალიეროში წაგვიყვანეს – საკმაოდ შორს სადღაც მთებში)
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ციოდა… თუმცა საკმაოზე მეტად.
პირველი 2 დღე სუსტი მოწინააღმდეგეები შემხვდა და მალე მოვრჩი, თუმცა გავაცნობიერე, რომ სათამაშო დარბაზში ციოდა
მესამე დღეს ორივე მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი იყო და ჯამში 8 საათი ვითამაშე … სიცივეში.
ნუ მე ძალიან შემცივდა… მთელი პარტიის განმავლობაში დავდიოდი და ვცდილობდი ფეხები გამეთბო (ზევით ქურთუკი მეცვა და თავზე ქუდი მეხურა).
მეორე ტური თან დავმარცხდი და თან უკვე ვიგრძენი, რომ სიცივისგან ძალიან ცუდად ვიყავი და მინიმუმ – გავცივდი.

წინა დღეს ორგანიზატორებმა გვითხრეს, რომ რაღაც შეცდომა მოუვიდათ და დიდი ბოდიშის მოხდით ხვალ 1 დრით სასტუმროს შეგიცვლითო… ხოდა შეგვიცვალეს სასტუმრო ბედად იმ დღეს და მეც ამ 8 საათიანი გაყინული პარტიების მერე – უფრო მთაში, სადღაც ძალიან ლამაზ სოფელში წაგვიყვანეს ძალიან პატარა და კუსკუსა კოტეჯში. თუმცა ჩემი ბედიც რომ არ ვახსენო, მიხვდებით, რომ იქაც ძალიან ციოდა… ძალიან ნესტიანი ადგილი იყო და თითქმის სველ ლოგინში მეძინა.

მეორე დღეს პირველი ტური დილით მალევე მოვიგე და ერთი სული მქონდა როდის დაგვაბრუნებდნენ ძველ სასტუმროში, როცა სასტუმროში მითხრეს 3მდე ვერ შემოგიშვებთო… და მეც საკმაოდ უსიამოვნო სიცივეში დავიწყე ხეტიალი და სხვათაშორის ჩინურ მაღაზიაში ვიყიდე მაცივარზე მისაწეპებელი… ჩინელმა გამყიდველმა გადმომცა თავისი ხელით

იმ ღამეს რაღაც წყეული მიზეზით არ დავრჩით სასტუმროში … არადა ძალიან მინდოდა ლოგინში თბილად დამეძინა და პორტუში წავედით… გვითხრეს იაფიან სასტუმროს გიპოვითო და პორტუსაც დაგათვალიერებინებთო. გზაში მანქანაში ძალიან თბილოდა და მეც მალევე მოვედი გონზე… ძალიან ჯიგარმა კაცმა – კარლოს კოსტამ პარაცეტამოლი დამალევინა და ჩიტივით ვიყავი… კვნ-ის მინიატურებს ვუთარგმნიდი და ჩემი დანჟღრეული ინგლისურით დავხოცე სიცილში (კარლოსა და არუბა). ჩავედით პორტოში და ნუნუმ პორტუ დააგვათვალიერებინა… ფრანციზიანაც ვჭამე (ფანტასტიკაა თუ მოხვდებით პორტოში უეჭველი ჭამეთ).. ყველაფერი მაგრად იყო… გამოვედით გარეთ და გაწვიმდა.ისედაც მთელი გზა ციოდა… ყველა კუნთი მტკიოდა და ჯანდაბა ისევ ცუდად ვარ… მივედით სასტუმროში და როცა მგონია ცხელი წყლით ვიბანავებ – ჩემი ფეხები, ერთადერთი გასათბობი რაც ოთახში გვაქვს – ძველებური დენის პლიტაა…

დილით მაინც ნორმალურ მდგომარეობაში გავიღვიძე… ისევ დავათვალიერეთ პორტო (საოცარი და ღვთიური ქალაქი)… მეტროთი მივედით აეროპორტამდე და … დაიწყო! ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ შემწვეს ტაფაზე. თვალებს რო ხუჭავ და ვერ ხუჭავ იმის გამო, რომ შეგრძნება გაქვს ქუთუთოებზე ცეცხლი გიკიდია… ვიგრძენი, რომ ძალიან მაღალი სიცხე მქონდა. ჩავედით ვენაში სადაც 13 საათი უნდა გამეტარებინა და პირველი 5 საათი ალბათ ინტერნეტში კორონას სიმპტომების კითხვას მოვანდომე … იმდეი ფეიკია ინტერნეტში, არასდროს წაიკითხოთ.ბოლოს ლამის ისიც წერა თუკი ნოდარი გქვია და გვარის პირველი ასო -ლ-ზე გეწყება უეჭველი კორონა გჭირსო! ნელ-ნელა მაინც დავპანიკდი… თუმცა გადავწყვიტე მაინც საქართველოში ჩასვლა ჯობდა და თუ რამე მშობლიურ მიწაზე მკურნალობა :დ (სალი კლდეების ამბავში).

ვენის აეროპორტში 5 ევროიანი ჩაი და 2 ევროიანი მასაჟი გავამდიდრე… კუნთებიც მომიდუნდა და ხველამაც იკლო… მაქსიმალურად გავურბოდი ადამიანებსაც, არადა ძალიან მჯეროდა, რომ კორონა არ მჭირდა. ერთ მომენტში გაწვრთნილი ძაღლით 2 პოლიციელი შემხვდა, ფილმებიდან გამახსენდა და სპეციალურად მივუახლოვდი… ფილმებში ასეთ დროს ძაღლები გრძნობენ დავირუსებულ ადამიანს, ან უყეფენ მას ან გაურბიან… მაგრამ არაფერი – ძაღლმა არც შემიმჩნია))
ნელ-ნელა კარგად გავხდი… ავედი თვითმფრინავში და აშკარად აღარც სიცხე მაქვს. გზაში მეძინა კიდეც (რაც ყველაზე რაც აქ მოვყევი იმეებს შორის, რომ მიცნობდეთ)… ჩამოფრენამდე ალბათ 30 წუთით ადრე ისევ ამიწია სიცხემ… ჩამოვედით აეროპორტში და ვხედავ როგორ უზომავენ მგზავრებს სიცხეს… ვგრძნობ როგორ უფრო და უფრო მიწევს მეც და მხოლოდ ერთი რამ მადარდებს… მალე მორჩეს ეს ყველაფერი!

მივედი აპარატტთან, თვალებში ჩავხედე და … ექიმი ხელს მიქნევს მოდი ჩემთანო. მივედი… მერე პატარა აპარატითაც გამიზომა და – 38.1 დაფიქსირდა. არ ვიცი ალბათ არასდროს დამავიწყდება ეს ქალი! ისეთი დაღლილი იყო ცალი თვალი ოდნავ დახუჭული ქონდა და მეორეს რაღაც ღვთიური ძალით ჯერ კიდევ იკავებდა, რომ არ დახუჭვოდა. სიარული ძალიან უჭირდა… მაგრამ როცა ჩემი მთელი ისტორია მოვუყევი და როცა იგრძნო, რომ უკვე ოდნავ მეშინოდა კიდეც… რაღაც ძალიან თბილად დამიწყო ლაპარაკი… სკამზეც დამსვა, წყალიც მომაწოდა… ვკითხე ასე კარგად რატომ მექცევით მეთქი და მომაკვდავ ავადმყოფს წყურვილით ხოარ მოგკლავო გამეხუმრა (რაზეც სხვა დროს ისტერიულად ვიცინებდი, მაშინ გამეღიმა). თუკი ვინმე იცნობთ – ეს ქალი თამრიკო დოლიძეა! დამირეკა მერე და მომიკითხა კიდეც… თუკი იცნობთ არ ვიცი რა გითხრათ… “იამაყეთ”- ალბათ.

გადამიყვანეს ქუთაისის ინფექციურში… არც ეს ადამიანი დამავიწყდება, ვისი მხოლოდ თვალები მახსოვს ნიღაბის გამო… მაგრამ ისიც უბრალოდ ვერ მოძრაობდა. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა და რამდენიმე წამი სანამ აზრზე მოვიდოდა უბრალოდ იდგა და გაშტერებული იყურებოდა სივრცეში. მითხრა, რომ აღარ შეეძლო დღეს იმდენი პაციენტი ყავდა და ძალიან შემაწუხა იმ ამბავმა, რომ მეც ამ ყველაფერში რაღაც წვლილი შემქონდა…

ამიღეს ნაცხის ანალიზი ცხვირიდან … ჯანდაბა .მტკივნეული იქნება ოდნავო მითხრა, მტკივნეული არ იყო – უბრალოდ შეგრძნება მქონდა ვიღაცამ ცხვირიდან ტვინში შემიყო ჯოხი და დაატრიალა… არ გირჩევთ – არასდროს!!!
მოკლედ სიცხის წამალი დამალევინეს .. ხვალ საღამოს იქნება პასუხიო .. ამიღეს შარდის და სისხლის ნიმუში .. დამემშვიდობნენ და წავიდნენ.. დილამდე არავის შევუწუხებივარ, თუმცა სანამ გათენდა…

სანამ გათენდა, ცხოვრებაში ამდენი, ასეთი სიჩქარით და ასეთი მაშტაბით არ მიფიქრია. ვიცოდი ყოველთვის, რომ ფიქრი კარგად გამომდიოდა მაგრამ უბრალოდ ვერ გავჩერდი… ხოდა დასკვნები მინდა გაგანდოთ!!!

უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ დაიკიდოთ კორონა და რაც დასამართია ისედაც დაგემართებათ… რაც დასამართია ნამდვილად დაგემართებათ, მაგრამ თუკი ამ დამართებას თQვენ შეუწყობთ ხელს, ეს ძალიან შეგაწუხებთ.

მეორე – დედებს დაუჯერეთ!!! 26 წლის ვარ… მასზე გაცილებით ჭკვიანი ხალხი მინახავს ალბათ?! მაგრამ მასზე გენიალური რჩევები არავის მოუცია ჩემთვის… დამიჯერეთ თQვენს დედებზე ჭკვიანი ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ მათი რჩევები რაღაც სხვა განზომილებიდან მოდის…. დედაჩემმა მითხრა, რომ ვიცი არაფერი დაგემართება – მაგრამ გიცნობ და ისიც ვიცი როგორ გაგიჭირდება იმით ცხოვრება, რომ იტალიაში იყავიო… მეთქი კარგი რა დედა.. მაქსიმუმ 2 კვირა კარანტინში წავალ და ვსო… არადა ბოლო მომენტში რაინ აირმა ბილეთები გამიუქმა და დედაჩემი რომ არა – ვერ წავიდოდი მაინც ტურნირზე,ჩემ ირგვლივ ასეთები ვართ ყველანი, გამუდმებით ვაწვალებთ და ვანერვიულებთ დედებს… ბევრჯერ მიფიქრია და მიდარდია ამ შეგრძნებაზე, მაგრამ არა ისე როგორც ახლა!

ექიმებზეც ვიტყვი, რომ რაღაც ზე ადამიანობა გამოავლინეს ჩემ მიმართ … უბრალოდ შეუძლებელია დამავიწყდეს.1 ხუმრობასაც კი მოვკარი ყური (იუმორისტის ყური მაინც სხვაა :დ) არ ვიცი არ დამინახავს ვინ ვის ეძახდა მაგრამ – ერთი ქალი ყვიროდა – გოგოები ჩაიიიით მეექვსე პალატაში ჩაიით… ჯანმრთელი კაცი რო მოგიკვტეთ მერე რას შობით მიყვებიით თქვეენც? ყველა ექიმი პირველ შემოსავლაზე მეკითხებოდა და მაყოლებდა რა მომივიდა…. და აფსოლიტურად ყველამ ზუსტად ერთნაირი ფორმით და სიტყვათა წყობით დამისვა შეკითხვა – ქუთაისელი ხომ ხარ? … ბათუმელი .. მმმმ – კაი ხო…

და მთავარი… რის გამოც ამდენი ვწერე მთავარი გაკვეთილი – გუშინ ღამე, პირველად ამიტანა შიშმა… შიშმა იმისა, რისიც გზაში ოდნავ გამიელვებდა და გაქრებოდა ხოლმე. ყოველთვის 100% ით დარწმუნებული ვიყავი, რომ კორონა არ მჭირდა… რომ უბრალოდ გავცივდი.. ექიმებმაც მითხრეს, რომ ალბათ უბრალოდ გრიპია და მეტი არაფერი (შენი მონაყოლიდანო, მაგრამ თავი დავიზღვიოთო)… ხოდა აქ როცა მარტო დავრჩი… როცა პირველად ცხოვრებაში ვენაში კათეტერი თუ რაღაც მაქვს ჩაყენებული და მიუხედავად იმისა, რომ ნემსის ისე მეშინია მერჩივნა კედლებზე მეარა მაგრამ წყნარად გავიკეთე… დავიწყე ფიქრი და ჩემი დარწმუნებულობა 99.9-ზე ჩამოვიდა.

გაინტერესებთ რა იყო ის 0.1%?? უბრალოდ დაშვება, რომ ხვალ შემოვა ექიმი და ძალიან მოწყენილი ან პირდაპირ მომახლის, რომ პასუხი დადებითია! მერე? … მერე დავიწყე გახსენება იმ ადამიანების ვისზეც შემეძლო რომ გადამედო …მაგალითად ქართველი გოგონასი, რომელსაც ვენის აეროპორტში ერთი კოლოფი მაკედოში ნაყიდი ყვითელი ქემელი მივეცი … არ მართმევდა მაგრამ ძალით მივეცი… მერე ვიფიქრე ალბათ ეშინია რამე არ მჭირდეს და მაგიტო არ მარტმევს მეთქი… მაგრამ გუშინ მე უფრო დამწყდა გული ნეტა არ გამოერთვა მეთქი.

კიდე იმ პატარა პორტუგალიელი ბიჭის შემეშინდა… ცხოვრებაში პირველად ჩემგან ავტოგრაფი, რომ აიღო.. ტურნირის ბოლოს. იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, ვიფიქრე ასე შორს ვიღაცას კარგად დავამახსოვრდები მეთქი და ჩემი მესამე ადგილის თასი ვაჩუქე (ნუ თასი რა, ნიღაბი)… სიხარულისგან გადაირია ბავშვი… მერე ჩემთან ლამის ჩახუტებულმა გადაიღო ფოტო… გუშინ კიდე მარტო იმას ვფიქრობდი იქნებ მომეწერა ის ჯანდაბა ხელი და არ მეჩუქებინა ეგ წყელი ნიღაბი

ვენის აეროპორტში ძალიან ლამაზი გოგო მისხამდა ხოლმე ჩაის… ჩემი 5 ევროიანებით იქნებ რას დავუშავებდი ყველა მოჭადრაკე ჩემ ირგვლივ – არუბელი – გიჟი გადარეული იასელი, ასპეტა და კარენა მზიანი ესპანეთიდან… ორგანიზატორები… კარლოსა რომელიც სიცილში მოვკალი გზაში და სულ ბრილიანტ გაი-მეძახა))) უკან მსხდომი ბრაზილიელი გოგონა… ძალიან ლამაზი გოგონა… საყვარელი… რომელიც ქმართან ერთად იყო და ვერც მივუახლოვდი მთელი ტურნირი, ბოლოს მანქანიდან რო ჩამოვიდა – 2 ჯერ გადამკოცნა და გადამეხვია – თითქოს მთელი ეს დრო ერთად გაგვეტარებინა… პირადად ყველა ადამიანს ჩავხედე გუშინ ღამე თვალებში…

დიახ ვიღაცამ შეიძლება გადმოგდო! ამას ვერ გაექცევით სადაც არ უნდა გაექცეთ…. მაგრამ ნუ შეუწყობთ ხელს! მაქსიმალურად ვეცადე მთელი ჩემი ემოციები გადმომეცა და იმედი მაქვს იმაზე სწორად გამიგებთ, ვიდრე მე მინდა რომ გითხრათ…

და ბოლოს… (რისთვისაც იდეაში მინდა, რომ გააზიაროთ…
თუკი ვინმემ ჩემი ამხელა “ნაჯღაბნი” ბოლომდე წაიკითხეთ… ესე იგი ამად ღირს რასაც ვაპირებ.
ხვალ (ან ზეგ) 2 კვირით “იძულებით” კარანტინში მივდივარ… იძულებით იმიტომ, რომ სხა გზა არ მაქვს… მაგრამ დამერწმუნეთ სხვა გზა რომც მქონდეს, სიამოვნებით წავიდოდი .. თუნდაც 2 კვირაზე მეტი ხნით…
ეს იმას ნიშნავს, რომ 2 კვირა სახელმწიფომ უნდა მარჩინოს… შეიძლება ცუდად მაჭამონ ან ცუდ ლოგინში მომიწიოს წოლა არ ვიცი (ახლა ინფექციურში ვწევარ :დ) მაგრამ მაინც … ამ ფულით ალბათ სხვა რამის გაკეთებაც შეიძლებოდა)) აქვე რა თქმა უნდა ეს 2 კვირა მეც შემეძლო მუშაობა და რაღაც თანხის გამომუშავება… თუმცა “იძულებით” კარანტინში მივდივარ…

ხოდა იქიდან გამომდინარე, რომ იურისტი ვარ – მაგრამ ჩემი დაწერილი სარჩელით ღმერთიც ვერ მოიგებს დავას… რაღაც კუთხით იუმორისტიც, მაგრამ ჩემი დაწერილი შტენდაფიც და ხუმრობაც წყალზეა გასატანებელი ….
1 ცოტა ჭადრაკი შემოვიტოვე და…
ასეთი იდეა მაქვს –
სულ ვამბობდი საერთაშორისო ოსტატი რომ გავხდები – 1 საათში იმაზე 1.5 ჯერ მეტს ავიღებ ვიდრე ზოგადად ვიღებდი მეთქი
არაოფიციალურად უკვე გავხდი… ოფიციალურად 12 აპრილს გავხდები… ანუ ჯერ კიდევ მაქვს დრო

შესაბამისად – ჩემი შემოთავაზება ასეთია
ამ 2 კვირის განმავლობაში ერთადერტი რაც შემიძლია – ავიყვანო მოსწავლეები ჭადრაკში და ვამეცადინო სკაიპით (ნუ ან ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელით)
გაკვეთილი გაგრძელდება მაქსიმუუმ 2 საათი … და ჩემი ერთადერთი მოთხოვნა რაც არი – გადამიხადოთ ფორმალური თანხა საათში … თუნდაც 4 ლარი .. 3 ლარი .. 2 ლარი .. ან 100 თეთრი… ნებისმიერი ადამიანი ვინც დამიკავშირდება და მანახებს, რომ არის ქუთაისელი ექიმი და სურს მისი შვილი გახდეს ჩემი მოსწავლე… თუკი 1 წთ მაინც აქვს დახარჯული ჩემნაირი პაციენტების გასინჯვასა და ა.შ. – მზად ვარ იმ ფორმალური თანხის გარეშეც – ანუ 0.0 თეთრად ჩავატარო გაკვეთილი.
არ ვიცი შეიძლება ვინმეს აფსურდად მოეჩვენოს…
მაგრამ მე 2 კვირა მაქვს მეგობრებო…
2 კვირა ფაქტობრივად კეთილმოწყობილ ციხეში მივდივარ
ამიტომ მეც დამეხმარეთ … მეც დაგეხმარებით…
თან შეცდომები უნდა გამოვისყიდო!!
როგორც მამაჩემი ამბობდა – ლორთქიფანიძეები ვალში არავის არ რჩებიან
მადლობა თუკი ვინმემ ბოლომდე წაიკითხეთ და გააზიარეთ იმისთვის, რომ იქნებ ვინმე უცხომაც მოინდომოს ჭადრაკის სწავლა… მე მზად ვარ!”