LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია კარანტინში მყოფი პაციენტებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილებს ატარებს: “ერთად დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“

მოცეკვავე თეა დარჩია თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილებს ჩაატარებს.

“ყველა იმ მაღალი თვითშეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანისთვის, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება, სპეციალურად თქვენთვის ჩავწერ ცეკვებს იუთუბარხზე. რომ იცეკვოთ, გაბედნიერდეთ, გახალისდეთ, არ მოიწყინოთ.

ერთად ცეკვით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“, – ამბობს თეა დარჩია ვიდეო მიმართვაში.