ბოლო ინფრომაცია ინფექციური საავადმყოფოდან – ცოტა ხნის წინ სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, შედარებით მძიმე რჩება ერთი პირის მდგომარეობა, თუმცა ვირუსი პროგრესირებადი არ არის.
ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ, თუმცა სასურველია საქანელები და სკამები გაწმინდოთ - ამირან გამყრელიძე
"კარგია, ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ამაზე იფიქროს და საქანელები გაწმინდოს ხოლმე".
ეზუგბაიამ დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რო ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რისკჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ჩამოსვლისას ყველა თვითიზოლაციაში იყოს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ასევე თქვა, რომ ახლობლები ასეთ დროს გვერდში უნდა დაუდგნენ და საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება პირველ პაციენტს, მას განმეორებითი ანალიზი კიდევ ერთელ ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითია, შემდეგ 24 საათში მეორედ გადამოწმდება.
ა
