LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე მამშვიდებს ჩემი ანჯელო კორონასგან” – იზოლაციაში მყოფი იტალიელი ქართულად ამღერდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში იტალიიდან გავრცელებულ ვიდეოებს, რომელიც ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს კიდევ ერთი ახალი შეემატა. ქართველი ემიგრანტი, რომელიც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად იზოლაციაში იმყოფება იტალიელი მამაკაცის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მისთვის ქართულ სიმღერას ასრულებს.

“როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს ერი. ასე მამშვიდებს ჩემი ანჯელო კორონასაგან. აბა ვის გყავთ ასეთი პოზიტივი სახლში” – წერს ფეისბუქზე ლელა მოსიაშვილი.

ვიდეო: იტალიიდან დაბრუნებული კონსერვატორიის სტუდენტები კარანტინში ამღერდნენ

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის სწრაფი ტემპით გავრცელების გამო, იტალია მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები აივნებიდან ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ.

ვიდეო: კარანტინში მყოფი იტალიელები ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ

https://www.facebook.com/lela.mosiashvili.52/videos/2498336503604545/