თენგიზ ცერცვაძემ “ფორმულას” ეთერში, იმ მედიკამენტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.
მისი განცხადებით, ოფიციალური მედიკამენტი კორონავირუსთან საბრძოლველად არ არსებობს, თუმცა ვირუსით დაინფიცირებულების სამკურნალოდ 5-6 პრეპარატს იყენებენ.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს: „პირველ დადასტურებულ შემთხვევას, იქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. გუშინ ავიღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფით. დღეს განმეორებით ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, ასევე […]
ცერცვაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული მესამე პაციენტის ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი არ აქვს
„ოფიციალური ინსტანციების მიერ ეს ჯერ არ არის დადასტურებული. რამდენადაც სხვა ქვეყნები იყენებენ ამ მედიკამენტებს, ჩვენც მივეცით ჩვენს თავს უფლება, რომ მათ მიერ რეკომენდებული საუკეთესო მედიკამენტი გამოივიყენოთ. მაგალითად, შიდსის სამკურნალო მედიკამენტი – ლოპინავი-რიტონავინი, მეორე – რიბავინი, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. მესამე – ხლოროხინი, დეზოქსი ხლოროხინი, რომელიც წარმატებით გამოიყენება რევმატიული და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პრეპარატ რენდესევინს, რომელიც ებოლას სამკურნალოდ შექმნეს, მაგრამ ამ დაავადების სამკურნალოდ არ გამოდგა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მოსახლეობას მიმართა, რომ პროფილაქტიკის მიზნით ეს მედიკამენტები არ გამოიყენონ, რადგან ეს წამლები მხოლოდ კორონავირუსის დადასტურების შემთვევაში ინიშნება.
