LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში კორონავირუსით უკვე მეორე ქართველი დაინფიცირდა

საბერძნეთში კორონავირუსით უკვე მეორე ქართველი დაინფიცირდა. ის შუახნის ქალია.

როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომაროება ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

მის გარდა, კორონავირუსით დაინფიცირებულია კიდევ ერთი პიროვნება. 55 წლის ქალი მკურნალობას კლინიკაში გადის.

“ორ ქართველ ქალბატონს დაუდგინდა კორონავირუსი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილები არიან 15 დღიან კარანტინში. ხალხში პანიკა ნამდვილად არის და უამრავი ჩვენი მოქალაქე სამსახურებიდან დაითხოვეს, მიუხედავად ამისა უკან დაბრუნების სურვილი არავის აქვს,”– განაცხადა კონსტანტინე შენგელიამ.