LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44 წლის პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის – თენგიზ ცერცვაძე

44 წლის ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცნობისთვის, ამ პაციენტის მდგომარეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გართულებულად იყო მითითებული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შესაბამისად, სულ ინფიცირებულია 33 მოქალაქე.კარანტინის რეჟიმში რჩება 427 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 73.