მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მუშაობის აღდგენამდე ყოველდღე ბიბლიოეთეკის შესასვლელთან ხუთი ახალი წიგნი იდება, რომლებიც მსურველებს შეუძლიათ აიღონ და უკან აღარ დააბრუნონ.
“ბოდიში, რომ შესაბამისად ვერ გემსახურებით, მაგრამ დღეიდან ყოველდღე, დილით 10 საათზე, ბიბლიოთეკის შესასვლეთან (გუდიაშვილის 7) ამ წიგნის სახლუკაში, თქვენ ხუთი ახალი, გამოუყენებელი წიგნი დაგხვდებათ ეკვილიბრიუმის ფონდიდან, წაიღეთ და ნუ დააბრუნებთ. იკითხეთ სახლში.
მადლობა თქვენ მოთმინებისთვის! მადლობა ექიმებს გამძლეობისთვის!
კორონა წავა მალე!” – წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად 1 აპრილამდე მუშაობა შეაჩერა.
