LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლოა კორონავირუსი მუტირებდეს

ჯანდაცვის მინისტრმა  „იმედის“ გადაცემა „არენაში” ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსს აქვს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი და მისი ქცევაც ასევე უცნობია მეცნიერებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე შესაძლოა კორონავირუსი მუტირებდეს:

„იქიდან გამომდინარე, რომ  როდესაც ჩინეთში პირველად დაიდო სტატისტიკა, ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელიც და თვითონ ეს რისკ-ჯგუფებიც იყო აბსოლუტურად სხვა. დღეს იტალიაში ეს რიცხვები არის სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ვირუსი მუტირებდეს. და უკვე ამ ვირუსის თვისებების გამომდინარე საჭირო არის მივიღოთ მსოფლიოში დამატებითი ღონისძიებები და ქმედებები განვახორციელოთ, იმისთვის რომ ის სტატისტიკა, რომელიც დღეს პოზიტიური არის 39 და 49 წლის მოქალაქისთვის არ გაუარესდეს და არ გახდეს 14% აქედან გამომდინარე არის სრული მობიზილიაცია მსოფლიოში გამოცადებული“, – განმარტა ტიკარაძემ.

ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით - ჯანდაცვის მინისტრი

ტიკარაძემ იმ პაციენტის შესახებაც ისაუბრა, რომლის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების კორონავირუსისგან დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს იღებს:

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წელზე ზევით მოქალაქეებისთვის მივიღებთ განსაკუთრებულ ზომებს. მათ სამუშაო ადგილებიდან შვებულებაში გაშვებით, შემსუბუქებით იმით, რომ არ დატოვებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს და ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ თვითიზოლაციას და გავაკეთებთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას, დაუშვათ, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მივაწვდით ადგილზე იმ წამლებს და ავამოქმედებთ სხვადასხვა სისტემას ერთობლივად, რათა ეს ჯგუფი გადავაზღვიოთ და ამ ჯგუფში არ გამოგვეხატოს ჩვენ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს იქნება, ვთვლი, საქართველოს მხრიდან ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როდესაც ეს კორონავირუსი დასრულდება და ჩვენ მივიღებთ სტატისტიკას, ჩვენს მოქალაქეებში, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ჯგუფში სიკვდილიანობის პროცენტი არ იქნება 8-დან 14%-მდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე – ამირან გამყრელიძე