LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს სამედიცინო პირბადის გარეშე არ დაუშვებენ

კიევში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს სამედიცინო პირბადის გარეშე არ დაუშვებენ. აკრძალვა ხვალიდან ამოქმედდება.

„ის მგზავრები, რომლებსაც სამედიცინო პირბადე არ ექნებათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან“, – განაცხადა კიევის მერის მოადგილემ ნიკოლაი პავოროზნიკმა.

ამასთან, პავოროზნიკმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება.

ზედამხედველობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს სანიტარული სამსახური და ეროვნული პოლიცია გაუწევს.