LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან – პაატა იმნაძე

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი დაინფიცირდა და არ ვიცით, ვისგან დაინფიცირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. ამ განცხადებით იმნაძემ უპასუხა შეკითხვას არის თუ არა საჭირო დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

„ქვეყანაში დადასტურებული ყველა შემთხვევის კონტაქტებს დღეს ჯერ კიდევ მაქსიმალურად მივდევთ. ჩვენ ვიცით ყველა კონტაქტი, რომელიც იყო ინფიცირებულ და ჰოსპიტალიზებულ ადამიანებთან. მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან,” – აღნიშნა იმნაძემ.

როგორც კი საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ – პრემიერი საგანგებო მდგომარეობაზე

მზად ვართ ამ გამოწვევისთვის: საქართველოს მთავრობამ 4 ძირითადი მიმართულება დასახა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დღეს არის დრო, როცა ერთმანეთისადმი და ქვეყნისადმი სოლიდარული უნდა ვიყოთ და მაქსიმალური თვითშეგნება გამოვიჩინოთ, რათა ქვეყანაში ინფექციის უკონტროლო, ზვავისებური გავრცელება არ მოხდეს, რისი სამწუხარო მაგალითებიც ევროპის ქვეყნებში გვაქვს.

ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა - პრემიერის საგანგებო განცხადება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ დამატებითი ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერის თქმით, რადგან ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებულები არიან მიიღონ დამატებითი აკრძალვები. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების. “მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული”- აღნიშნა […]

შეგახსენებთ, კოვიდ 19 საქართველოში კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურა – ქვეყანაში უკვე 40 ინფიცირებულია. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტრუდა 80 წლისაა, ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.