“მთავარი რეკომენდაცია დღეს არის სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა ქვეყანაში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს და ეს მისი პრეროგატივა არ არის.
“3-4 დღეში გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ გვეყოლებიან” – ამირან გამყრელიძე
ჟურნალისტის შეკითხვას არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტის კლასტერში მატება, გამყრელიძე პასუხობს, რომ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, დაკვირვება მიმდინარეობს.
“მე არ ვიცი ეს რომანოვების კლასტერია თუ ბრიტანეთის დედოფლის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ პერსონალურ ინფორმაციას არ ვიძლევი. კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ჩვენთან ზოგადად დინამიური და მსუბუქია”, – აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, ტესტირებას სახელმწიფო აანაზღაურებს
