LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, ტესტირებას სახელმწიფო აანაზღაურებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დასადგენი ტესტის კომერციალიზაციას არ ემხრობა. მისი თქმით, საქართველოში ბევრ კლინიკას აქვს კარგი ლაბორატორია, სადაც ამ ტესტის ჩატარება შეიძლება, თუმცა ის მოსახლეობისთვის უნდა იყოს ხელმისავწდომი. გამყრელიძის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრმა გასცა დავალება, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

“ხაზს ვუსვამ, ეპიდემიების დროს კომერციალიზაცია ტესტირებისა არ ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში, ამ დროს ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის ბაზარზე. რა თქმა უნდა, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციისთვის გააკეთოს, ეს კიდევ განსახილველი საკითხია”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღეის მონაცემებით, ტესტირება ხდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტებში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში.