LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწვევ ყველა კონფესიის ქრისტიანს, ერთობლივი ლოცვით წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ – რომის პაპი

“ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“”,- ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.

ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს.

დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით - პატრიარქი

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ არ უნდა შეეშინდეთ. მისივე თქმით, „ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას“.

„გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეციდამი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ „მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , – განაცხადა პაპმა ფრანციკემ.

მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“ – განაცხადა რომის პაპმა.