LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც მასობრივი თავშეყრის ადგილებში კვლავ დადიან, პატივს არ სცემენ გარშემომყოფებს – პრემიერი

“როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან”, – ეს განცხადება გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. მანვე ხაზი გაუსვა ამ რთულ ვითარებაში მოქალაქეების თვითშეგნების მნიშვნელობას:

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს - გიორგი გახარია

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

„რამდენიმე დღეა ვამბობთ და ვცდილობთ გავაფრთხილოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, იმ შეზღუდულ რესურსზე სახელმწიფოსი, უბრალოდ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა. და როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენ მშობლებს და ოჯახის წევრებს. ამიტომ, მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენ ჯანმრთელობაზე და ჩვენ სიცოცხლეზე. ეს ნიშნავს ჩვენ გვერდზე მდგომი ჩვენი ოჯახის წევრის, ჩვენი მეზობლის, ჩვენი მოქალაქის, ჩვენი კოლეგის და საერთოდ, საბოლოო ჯამში ქვეყნის ჯანმრთელობაზე და ქვეყნის მომავალზე ზრუნვას“, – განაცხადა პრემიერმა.

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

მარნეულის შესასვლელთან შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებული, გადაადგილება მკაცრად კონტროლდება